ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გრუზვინპრომმა ჩინეთის უმსხვილეს კომპანიასთან 15 -წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ნინო შუბითიძე
22 მაისი, 2017, 23:08
გრუზვინპრომმა ჩინეთის უმსხვილეს კომპანიასთან 15 -წლიანი კონტრაქტი გააფორმა

თბილისი (GBC) –  ღვინის ინდუსტრია წელს უხვ მოსავალს ელის,  შარშანდელზე მეტს (2016 -118 000 ტ; 2014წ -148 358; 2013 წ- 123 000).

 მინისტრმა ყურძნის   სუბსიდირების მოხსნაზე უკვე განაცხადა, თუმცა  გლეხს  გასაყიდი არცერთი გოდორი დარჩება.

ლევან დავითაშვილმა  ჩინურ უმსხვილეს კომპანიასა (ძიანგსის პროვინცია, ქ  ნანჩანი)  და „გრუზვინოპრომს“ შორის  15-წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ აღნიშნა. საწარმოო სიმძლავრის გაზრდა კი ჯერ კიდევ შარშან გაცხადდა, მას  შემდეგ რაც იქ კერძო ინვესტორი შევიდა.  გაგახსენებთ, რომ  სახელმწიფო საწარმო 2015 წლის  ზაფხულში გაიყიდა,  საწყისთან (11.6 მლნ)  შედარებით 3-ჯერ ძვირად, 31.1 მლნ ლარად.

„გრუზვინპრომი" გურჯაანში 46 906 მ²  ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 26 შენობას ფლობს.  საწარმოს სპირტის დიდი მარაგები გააჩნია.

საბრენდე სპირტის ადგილობრივი წარმოების  გაზრდას ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ახალი სტრატეგია, რომელიც ულტრამემარცხენეობიდან 45°-ით გადახრას  გულისხმობს და  გაშუალედებური მიმართულებით  თამამი,   ორიგინალური და მოულოდნელი  ნაბიჯებით სვლას.

საბრუნავი საშულებების  დაფინანსების კომპონენტში საბერენდე  სპირტის წარმოება ერთადერთია, რომელსაც  იაფ აგროკრედიტზე ხელმისაწვდომობა უნარჩუნდება.

დაწყებულია საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებაც,  ბრენდის წარმოებაში 50% ადგილობრივი სპირტის გამოყენების ვალდებულებაზე პარლამენტში ცვლილებები  I  მოსმენით უკვე გატანილია.  2018 წლის შემდეგ კი 100%-მდე გაიზრდება.

მინისტრმა საბრენდე სპირტის მაღალ საექსპორტო პოტენციალზეც განაცხადა, არამარტო  სასმელში არამედ შოკოლადის წარმოებაში.  ბაზრებად მოიაზრება ყველა ქვეყანა, სადაც ქართული ღვინო და ბრენდი გადის.

მინისტრმა  ჩინეთის საექსპორტო ბაზრის  ათვისების მნიშვნელობაზე  აღნიშნა, სამხრეთ აღმოსავლეთ ქვეყნების დაფარვის პერსპექტივაში. 

წელს ჩინეთში 10 მლნ ბოთლის ექსპორტს ვარაუდობს, რაც  უკრაინის პიკს უთანაბრდება, ეს კი უკვე გარღვევაა. ჩინეთს მოუყვება იაპონია ,სადაც მინისტრის გათვლებით გარღვევას   5 წელი დასჭირდება, შემდეგი ბაზარი კი, სამხრეთ კორეაა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები