| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ჩამოდის.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 20:00 საათზე დაეშვება.
23 მაისს, 09:45 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
თურქ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართება.
ხელი მოეწერება დოკუმენტებს საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რის შემდეგაც, 13:00 საათზე, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
ბინალი ილდირიმს გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss