| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - HUB Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილ რიგებზე წერს და აცხადებს, რომ აეროპორტი მგზავრთა ნაკადის ეფექტურ გატარებას ვერ უზრუნველყოფს.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში აცხადებდნენ, ვიზალიბერალიზაციის გამო მგზავრთნაკადის გაორმაგებისა და შეფერხებების მაღალ ალბათობაზე, თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან პრობლემის გადაჭრისთვის შეთავაზებულ დისკუსიას გამოხმაურება არ მოჰყოლია.
„საქართველოს მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ კუთხით არანაირი საფრთხე არ არსებობს და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები სრულ მზად არიან გაუმკლავდნენ ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად მიღებულ გამოწვევებს“, - აღნიშნავენ HUB Georgia-ში და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლის კომენტარს იხმობენ, სადაც დეა მაჭავარიანი ამბობს, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება და „ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთ საერთაშორისო აეროპორტს პრობლემა არ აქვს მგზავრთა ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით“.
ორგანიზაცია რიგების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს - „ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, კარგად ჩანს თუ რა ხდება ღამის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საინტერესოა დღესაც აღიარებენ თუ არა პრობლემას აეროპორტების გაერთიანებაში და რა პრევენციულ ღონისძიებებს გეგმავენ იმისთვის, რომ არ მივიღთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიას პარალიზება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის გაზრდისთვის თავად თბილისის აეროპორტი აქტიურად ემზადება, რის გამოც ახალი ტერმინალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, ამჟამად, ახალ მოფრენის ტერმინალში მოსაპირკეთებელი სამუშაოები ხორციელდება და ტერმინალის გახსნა სექტემბრის ნაცვლად ივნისშია დაგეგმილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss