| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სოფლის მეურნეობის მინისტრი წელს ყურძენზე მოთხოვნის ზრდას ელის, რის გამოც სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა გადაიხედება.
ლევან დავითაშვილმა საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირების გაუქმება უკვე დაანონსა. მინისტრი ამბობს, რომ არის მოლოდინი, რომ სუბსიდირება არ განხორციელდეს რქაწითელზეც. დავითაშვილმა ამ საკითხზე მიმდინარე დისკუსიაზეც აღნიშნა.
“წელს ყურძნის სუბსიდირება არ გვექნება ცალსახად საფერავში. მოლოდინი ისეთია, რომ სუბსიდირება არ გვექნება არც თეთრ ყურძენზე. ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში დავიწყეთ გარკვეული ინსტრუმენტების შექმნა, რომ ბრენდის ინდუსტრიამ სპირტის გამოსაყოფი რქაწითელი დააფინანსოს", - განაცხადა დავითაშვილმა, აღნიშნა, რომ ეს არის დღეისათვის გეგმა, თუმცა რთველის დროს ბაზრის მონაწილეებთან დამატებითი კომუნიკაცია ექნებათ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss