ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
EBRD- მა დარიალი ჰესთან დაკავშირებით დარღვევები აღიარა
18 მაისი, 2017, 12:45
EBRD- მა დარიალი ჰესთან დაკავშირებით დარღვევები აღიარა

თბილისი (GBC) - EBRD-მა "დარიალჰესთან" დაკავშირებით დარღვევები აღიარა. 

"მწვანე ალტერნატივის"  ინფორმაციით, ევრობანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა  ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმის (PCM) მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის თანახმადაც, EBRD-მ დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები, როცა მიიღო გადაწყვეტილება დარიალი ჰესის დაფინანსების თაობაზე.

"ამ ნაბიჯით, ბანკმა გაიზიარა  მწვანე ალტერნატივასა  და  არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდას“ მიერ საჩივარში აღწერილი დარღვევები", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია, აღნიშნავს, რომ  PCM-ის მომზადებული დასკვნის თანახმად,  EBRD-მ  სათანადოდ არ შეაფასა  პროექტთან დაკავშირებული გეოდინამიკური რისკები დარიალ ჰესის  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში. 

დასკვნა ადასტურებს, რომ  არ იყოს შესწავლილი ასევე მდინარე თერგში  წყლის ხარჯის უახლესი მონაცემები.  შესაბამისად, ბანკის გადაწყვეტილება  ეფუძნებოდა  მოძველებულ მონაცემებს (1990 წელი და ძველი). 

დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა მოუწოდა EBRD-ს, რომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან მიმართებაში რამდენიმე რეკომენდაციის დაკმაყოფილება, მათ შორის ბანკმა უნდა  უზრუნველყოს, როგორც პროექტის მიერ წარმოქმნილი, ასევე პროექტისგან დამოუკიდებლად არსებული რისკების/საფრთხეების გამოვლენა და მათი ინტეგრირება  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში;

ასევე აქტიურად  იმუშაოს დარიალ ჰესის ინვესტორთან, რათა ამ უკანასკნელმა  გაასაჯაროოს მდინარეში არსებული წყლის ოდენობის განახლებული მონაცემები და დაასაბუთოს რომ მდინარეში არსებული წყლის ოდენობა უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების და კონკრეტულად, ნაკადულის კალმახის შენარჩუნებას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები