ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთი კომპანიებს საქართველოში საწარმოების გახსნისთვის წაახალისებს
18 მაისი, 2017, 09:54
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთი კომპანიებს საქართველოში საწარმოების გახსნისთვის წაახალისებს

თბილისი (GBC) - " ჩინეთის სახელმწიფო წაახალისებს ჩინურ კერძ სექტორსა და სახელმწიფო კომპანიებს, რათა მათ საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ და საწარმოო სიმძლავრეები გაზარდონ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნავს, რომ ახალი საწარმოები ძალიან მნიშვნელოვანია  საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. 

„ჩვენ ვთხოვეთ დახმარება ჩინურ მხარეს, რათა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში, შეიქმნას ახალი პროექტი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჩინური კერძო სექტორის ხელშეწყობა საქართველოში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ასეთი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად დაასახელა კომპანია „ჰუალინგი“, რომელიც 2015 წელს საქართველოს ყველაზე მსხვილ ინვესტორად დასახელდა.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ კომპანია „ჰუალინგის“ ინვესტიციებმა 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და სხვადასხვა სფერო მოიცვა, მათ შორის, საბანკო, ენერგეტიკა, ტექნოლოგიები, რასაც ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერა და ხელშეწყობა მოჰყვა.

გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა პეკინში ორი დღის წინ შანხაის უმსხვილეს კორპორაცია „CEFC“-სთან გაფორმებულ მემორანდუმზე, რომლის თანახმადაც საქართველოში ჩინური ინვესტიციით 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ბანკი გაიხსნება, რომელიც ჩინურ ბიზნესს საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობის განვითარებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, „CEFC“-ი იქნება მეორე ჩინური კომპანია „ჰუალინგის“ შემდეგ, რომელიც საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიულ ზონას შექმნის, რომელიც ქალაქ ფოთში განთავსდება.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე წარიმართა თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე, მათ შორის, ერთობლივი ინოვაციების ცენტრების ჩამოყალიბებასა და თავისუფალ ტურისტულ ზონებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ორივე ქვეყნის მთავრობების ხელშეწყობაზე ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები