ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სიგარა ბარების მოწყობისთვის ნებართვის შემოღებით, ოცნება საკუთარ სამთავრობო პროგრამას არღვევს
საქმის კურსი/თელარა გელანტია
17 მაისი, 2017, 15:45
სიგარა ბარების მოწყობისთვის ნებართვის შემოღებით, ოცნება საკუთარ სამთავრობო პროგრამას არღვევს

თბილისი (GBC) - სიგარა ბარების მოწყობისთვის 15 000-ლარიანი ნებართვის შემოღებით საქართველოს მთავრობა 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთიდლღეობა" არსებულ ჩანაწერს არღვევს.

ტელეგადაცემა "საქმის კურსის" ინფორმაციით,   როგორც წინასაარჩევნო, ისე სამთავრობო პროგრამაში წერია, რომ „გამოცხადდება მორატორიუმი ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღებაზე“.

"მორატორიუმი შეეხება ნებისმიერი ტიპის საქმიანობას, გარდა იმისა, რომელიც იმპერატიულად მოთხოვნილია, რომ იყოს ლიცენზირებადი საქმიანობა საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით", - წერია პროგრამაში.

თუმცა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტში, რომლის ავტორები პარლამენტარები ლევან კობერიძე და კაკი ზოიძე არიან, მსგავს იმპერატიულ მოთხოვნასა და საჭიროებაზე არაფერია ნათქვამი.

"კანონპროექტით წესდება ნებართვის ახალი სახე სიგარაბარის მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს 15 000 ლარს და გაიცემა 4 წლის ვადით", - აღნიშნულია კანონ-პროექტის განმარტებით ბარათში, რომლის ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა.

კანონის ამოქმედება 2018 წლის 1 მაისიდან იგეგმება.

ამასთან, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პირიქით, თანხები ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუმცა უცნობია, დაახლოებით, რა მოცულობის დამატებით შემოსავალს მიიღებს ბიუჯეტი, რადგან ეს ბიზნესი, ჯერჯერობით, დერეგულირებულია.

"კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება როგორც 2018, ასევე შემდგომ საბიუჯეტო წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან დღეისათვის ეს სფერო იყო დერეგულირებული, არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში რეგისტრირებული სიგარაბარის რაოდენობაზე, მით უფრო იმ პოტენციურ სუბიექტებზე, ვინც დადგენილ სანებართვო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ... ამდენად, 2018, ასევე შემდგომ საბიუჯეტო წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენა დამოკიდებულია იმ სუბიექტების რაოდენობაზე, რომლებიც გადაწყვეტენ ამგვარი სიგარა-ბარის გახსნას“, - აღნიშნულია კანონ-პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, როგორც ირკვევა საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარმომადგენლები, ასევე თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები კახა ღვინიანიძე და გიორგი ბახტურიძე მონაწილეობდნენ, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე, თავად ბიზნესთან თუ ჰქონდათ კონსულტაცია.

საქმის კურსი“ სიგარა-ბარის რამდენიმე მფლობელს დაუკავშირდა. მათ ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, მაგრამ სატელეფონო საუბრისას თქვეს, რომ თვითონ ამ ნებართვის შემოღების შესახებ მედიისგან გაიგეს და კანონ-პროექტის ავტორებს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები