| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ავსტრიის ბიზნესდელეგაცია საქართველოს ბაზრით დაინტერესდა და გარემოს უკეთ გასაცნობად საქართველოს სტუმრობს.
მასპინძელი სავაჭრო-სამრეწველო პალატაა, რომელიც ავსტრიის ფედერალური ეკონომიკურ პალატასთან (WKO) ერთად, 18 მაისს (09:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტი) საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმს მართავს.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ გზით ქართული და ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ კონტაქტები დაამყარობ და პირისპირ მოლაპარაკებები გამართონ.
ავსტრიის ბიზნეს- დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: მანქანათმშენებლობა, ჰიდრავლიკური ელექტროენერგიის წარმოება, ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები. მსუბუქი და სატვირთო მანქანების ძრავების შესამოწმებელი ტექნოლოგია. ნავთობქიმია, ფარმაინდუსტრია. დეტექტორების, ონკანების და სხვა საზომი ხელსაწყოების წარმოება, ჰიდროელექტროსადგურები, ტურიზმი, დეველოპერული კომპანიები, სახანძრო სიგნალიზაცია, საინჟინრო სერვისები, ჯართის გადამუშავება, საკონსულტაციო სერვისები, თუჯის მილსადენის სისტემები, მენეჯმენტის სისტემები ელექტრონულ სწავლებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვ.
ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები საქართველოსა და ავსტრიის საინვესტიციო გარემოს შესახებ. ასევე, საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss