| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Black Sea Arena -ზე ჯგუფ “Aerosmith” კონცერტზე დასწრების მსურველთათვის "საქართველოს რკინიგზამ" თბილისიდან - ბათუმის მიმართულებით, 2 STADLER-ის ტიპის მატარებელი დანიშნა.
ამასთან ერთად, კომპანიის ცნობით, საქართველოს რკინიგზა ბათუმი-ქობულეთი-ურეკის და უკუ მიმართულებით ნიშნავს მატარებლებს, რომლებიც ამ მარშრუტზე შემდეგი გრაფიკით იმოძრავებენ:
კენტ რიცხვებში: მატარებელი №7001 ბათუმიდან გავა 16:00, ქობულეთში იქნება 16:18-16:21, ხოლო ურეკში ჩავა 16:46. სამგზავრო მატარებელი №7003 ბათუმიდან გავა 18:10 ქობულეთში იქნება 18:28-18:31, ურეკში ჩავა 18:56. მატარებელი №7005 ბათუმიდან გავა 21:30, ქობულეთში ჩავა 22:01-22:04, ურეკში იქნება 22:22.
ლუწ რიცხვებში: მატარებელი №7002 ურეკიდან გამოვა 17:05, ქობულეთში იქნება 17:27-17:31, აღნიშნული მატარებელი ბათუმში ჩავა 17:50. მატარებელი №7004 ურეკიდან გავა 19:35 ქობულეთში იქნება 20:05-20:09, ბათუმში ჩავა 20:27. სამგაზვრო მატარებელი №7006 ურეკიდან გავა 0;15, ქობულეთში ჩავა 0:39-0:43 და ბათუმში იქნება ღამის 1:01.
აღნიშნულ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss