ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხეების შეწამლვის რეკომენდაციები ფერმერებს ტელეფონებზე გაეგზავნებათ
17 მაისი, 2017, 12:59
ხეების შეწამლვის რეკომენდაციები ფერმერებს ტელეფონებზე გაეგზავნებათ

თბილისი (GBC) - 8000 კახელი ფერმერი უახლოეს დღეებში მოკლე ტექსტური შეტყობინებით ხე-ხილისა და ვენახების შეწამლვისთვის საჭირო რეკომენდაციებს მიიღებს. ინფორმაციას, რომელიც მცენარეთა დაავადების შესაძლო გავრცელების პრევენციას მოახდენს, მოიპოვებს 22 აგრომეტეოროლოგიური სადგური, რომლებიც კახეთის რვა მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში დამონტაჟდა.

საპილოტე პროექტი  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფინანსური ხელშეწყობით განახორციელა.

პროექტის მიზანია, აგრომეტეოროლოგიური სადგურების ქსელის ფორმირება, რომელიც ამინდის მონაცემებზე (ჰაერის ტემპერატურა, ჰაერის სინოტივე და სხვ.) დაყრდნობით, ახორციელებს იმ თარიღების პროგნოზირებას, როდესაც მცენარის დაავადების რისკი მაღალია. აღნიშნული ინფორმაცია ფერმერს მცენარეთა დაავადებების რისკის მართვაში დაეხმარება, ანუ ფერმერი მცენარეს შეწამლავს იმ დროს და იმდენჯერ, რამდენჯერაც კულტურას მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ესაჭიროება.

,,ამინდის ცვალებადობა წლიდან წლამდე მოსავლის რაოდენობას განსაზღვრავს. იმისათვის, რომ ქართველმა ფერმერებმა ხარისხიანი მოსავალი ნაკლები დანახარჯით მიიღონ, საჭიროა ამინდის მონიტორინგი, რასაც განვითარებული ქვეყნები ავტომატური აგრომეტეოროლოგიური სადგურების მეშვეობით ახორციელებენ. FAO-ს დახმარებით, ასეთი აგრომეტეოროლოგიური ქსელი კახეთშიც შეიქმნა. აგრომეტეოროლოგიური სადგურების მიერ მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით, ფერმერი დაზოგავს დროს, ფულს და მიიღებს მაღალი ხარისხის, ჯანმრთელ მოსავალს“ - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.  

პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონის  ავსტრიული წარმოების “Pessl Instrument”-ის ფირმის 22 აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა. თითოეული მეტეოროლოგიური სადგური აღჭურვილია ათი სენსორით რომლებიც ყოველ საათში ერთხელ ამინდის ათ პარამეტრს ზომავს. ესენია: ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული ნალექი, შეფარდებითი სინოტივე, ატმოსფერული წნევა, ქარის სიჩქარე, ქარის მიმართულება, ნიადაგის ტემპერატურა, ნიადაგის სინოტივე, ფოთლის სინოტივე და მზის რადიაცია.

მეტეოსადგურების მუშაობაზე, მიღებული ინფორმაციის ანალიზზე და მის გავრცელებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო იზრუნებს.

თითოეული მეტეოსადგურიდან მიღებული ინფორმაციის სიზუსტის გავრცელების არეალი 5 კმ-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ შეტყობინებას მიიღებენ ის ფერმერები რომელთა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები თითოეული მეტეოსადგურიდან 5 კმ-ის რადიუსში მდებარეობს.  ასეთი სულ კახეთის 57 სოფლის 8000 ფერმერი აღმოჩნდა.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები