| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისიმ „სტარტაპერებისთვის“ 2-თვეში 1 მლნ ლარზე მეტი მოცულობის სესხები გასცა.
პროგრამით 30-მდე დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა. შეღავათიანი საბანკო პროდუქტების პაკეტი 3 000-ზე მეტმა სტარტაპმა მიიღო.
პროგრამის ვებ-გვერდზე www.startuperi.ge განთავსებულ კატალოგში უკვე 200-მდე სტარტაპის გაცნობაა შესაძლებელი, საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და სოციალურ ქსელში გაზიარება.
პროგრამა რამდენიმე პროდუქტს და მომსახურებას აერთიანებს, სტარტაპ-ლიზინგი, საჭირო დანადგარების შესაძენად; სტარტაპ-ენერჯი - სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიასა და თიბისი ბანკის ერთობლივი ბარათი, საწვავზე 15 თეთრიანი ფასადაკლებით, რომლითაც 100-მდე სტარტაპერი უკვე სარგებლობს.
ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროგრამა არაფინანსურ აქტივობებსაც მოიცავს, ტრენინგებს და მასტერკლასის სპეციალურ კურსს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, სტარტაპების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა (პროგრამის მედიაპარტნიორები: “საქმიანი დილა“ (TV პირველი); Ambebi.ge, Bpn.ge, 4motivi.com და Marketer.ge).
„თიბისი ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობაა. „სტარტაპერის“ მიზანიც სწორედ ეს არის. პროგრამის ჩაშვებიდან დღემდე არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ და ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. მალე მათზე მორგებულ ახალ პროდუქტებს გამოვიტანთ, სხვადასხვა ლიდერ კომპანიასთან ერთად“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss