| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "გაუგონარია, ეს არ უნდა დავუშვათ" - ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესაძლო ცვლილებას მოუღებელს უწოდებს.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს იმდენად ხელშეუხებელი თემაა, რომ საკითხის დაყენებაც კი, დაუშვებელია.
კონსტიტუციაში ამ მუხლის შესაძლო ცვლილებაზე ბიზნესსექტორს ადრეც არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი უარყოფითი დამოკიდებულება.
აღნიშნული მუხლი საქართველოში გადასახადების გაზრდისთვის საკითხის რეფერენდუმზე გამოტანას გულისხმობს, რაც მმართველობაში მყოფ „ქართული ოცნების“ ნაწილს არ მოსწონს.
გაზეთთან „მთელი კვირა“ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ამ მუხლის გაუქმებაზე დისკურსია უკვე დაანონსა.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კონსტიტუციის განხილვებზე ამ მუხლის გაუქმებაზე არაერთი მოთხოვა გაჟღერდა და მმართველი გუნდი ამ საკითხსაც განიხილავს.
"ულტრამემარცხენე პოზიციის ადამიანებმა ერთგვარი აქციაც კი მოაწყვეს, რადგან თითქმის ყველა შეხვედრაზე ორი, სამი, ხუთი შეკითხვა ისმოდა 94-ე მუხლთან დაკავშირებით და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ჩვენ გავხდით იმ გადაწყვეტილების მძევლები, რაც თავის დროზე პოპულისტური განზრახვით მიიღო წინა ხელისუფლებამ. საზოგადოების წევრები დიფერენცირების საშუალების გამორიცხვაზე საუბრობენ. ვთქვათ, მდიდარი ადამიანისთვის რომ გაიზარდოს საგადასახადო ვალდებულება და დარჩეს უცვლელი ან შემცირდეს ღარიბი ადამიანისთვის, ეს ვერ ხერხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გუნდში ვთანხმდებით, რომ უნდა გადაიხედოს," - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ამბობს, რომ განხილვაზე კიდევ რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, თუმცა "ხელისგულზე ჩანდა გადასახადების საკითხი".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss