ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სომხეთიდან უკანონოდ შემოტანილი სიგარეტის შენახვა-რეალიზაციაზე 2 პირი დააკავეს
16 მაისი, 2017, 11:17
სომხეთიდან უკანონოდ შემოტანილი სიგარეტის შენახვა-რეალიზაციაზე 2 პირი დააკავეს

თბილისი (GBC) - გაძლიერებული კონტროლის მიუხედავად, სომხეთიდან სიგარეტის კონტრანბანდის ფაქტები კვლავ ხშირია. 

სამშაბათს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უაქციზო სიგარეტის შენახვა, რეალიზაცია, გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში საკუთარ საცხოვრებელი სახლის სხვენში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ 29 239 კოლოფ ,,Master’’-ს, რომლის ნაწილიც, 7 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master’’-ი გაასაღა ერთ-ერთ ბრალდებულზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში, აღნიშნულია, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

2017 წელის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, კონტრაბანდული სიგარეტის აღმოჩენის ათობით შემთხვევაა დაფიქსირებული. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები