| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩინური კორპორაცია „ჟუმორი“ საქართველოში შემოსვლას განიხილავს.
„ჟუმორის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვნად ვითარდება, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში საქმიანი ურთიერთობებისთვის.
სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრეს.
დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ სავაჭრო პლატფორმის მიერ საქართველოში ბიზნესის დაწყება მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი კერძო სექტორისთვის, რათა მათ გაუადვილდეთ საერთაშორისო ბაზრების საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების გატანა, ასევე, ბიზნესპარტნიორების მოძიება.
შეხვედრაზე ლუ ჰონშანმა აღნიშნა, „ჟუმორის“ შემოსვლით ქართველ მეწარმეებს ექნებათ ერთიანი პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესთან დასაკავშირებლად და საქმიანი ურთიერთობების გასავითარებლად.
აღსანიშნავია, რომ „ჟუმორი“ მსოფლიოში პირველი E4B (ეკოსისტემა ბიზნესისთვის) საერთაშორისო ელექტრონული სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც გაერთიანებულია ელექტრონული კომერცია და სხვადასხვა ბიზნესშეთავაზება. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს 126 ქვეყანასთან, მათ შორის, G20-ის ქვეყნებთან, აგრეთვე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სახელმწიფოებთან. პლატფორმის წლიური ბრუნვა 2017 წლისათვის 800 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss