ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში შეხვდა
15 მაისი, 2017, 15:41
ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში შეხვდა

თბილისი (GBC) - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეჰშოსთან შეხვედრისას სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან განახლებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

აზრთა გაზიარება მოხდა საქართველოს საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორის ზედამხედველობა-რეგულირების გაძლიერების და სრულყოფის გზებსა და მეთოდებზე, საბანკო დაწესებულებების არაპროფილური აქტივების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვა საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის სრულყოფის, მათი კლიენტების უფლებების დაცვის და საფინანსო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ფორმირების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო  ინფლაციის დონეს და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე მაჩვენებლებს, პერსპექტივებს და პროგნოზებს აღნიშნული მიმართულებით.

ირაკლი კოვზანაძემ და ფრანსუა პეჰშომ ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმსა და ხელისუფლების საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზნებსა და ამოცანებზე, ეკონომიკური რეფორმების გზაზე სსფ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

როგორც იცით, მიმდინარე წლის მარტში სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბანკს სამწლიანი ეკონომიკური პროგრამა დაუმტკიცა და მხარდაჭერის ფარგლებში 285.3 მილიონი დოლარი გამოუყო. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები