ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კალაძე ენერგოპროექტების წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციების უკან დესტრუქციულ ძალებს ხედავს
15 მაისი, 2017, 13:30
კალაძე ენერგოპროექტების წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციების უკან დესტრუქციულ ძალებს ხედავს

თბილისი (GBC) - ენერგეტიკის მინისტრი  ხანდოს ხეობაში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის უკან დესტრუქციულ ძალებს ხედავს. 

საგანგებო ბრიფინგზე კახა კალაძემ  განაცხადა. მისი თქმით, პროექტის განმახორციელებელმა "ენერგოტრანსს"  ყველა საჭირო დოკუმენტი და ნებართვა აქვს მოპოვებული. მინისტრი ამბობს, რომ 2 სოფელში გარკვეული დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი და როდესაც გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება, შემდეგ გაგრძელდება მშენებლობა.  

 „გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს, თითქოს, ჩვენ მოვთხარეთ საფლავები, ამოვყარეთ მიცვალებულები და მათ შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. ეს არის ამორალური, უზნეო საქციელი ამ დესტრუქციული ძალების მხრიდან. ჩვენ არანაირ საფლავებს არ ვთხრით", - განაცხადა კალაძემ, რომელიც ამბობს, რომ მოსახლეობის აბუნტებას, შეცდომაში შეყვანას არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ.

მინისტრი ამბობს, რომ სწორედ ასეთ პროექტებზეა დამოკიდებული ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა. 

როგორც იცით,  ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ეწინააღმდეგება  ხანდოს ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა.

დღესვე ცნობილი ცნობილი გახდა ხანდოს ხეობის ფერდობზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა ხვალ გაიმართება. 

"დაველაპარაკებით იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ლეგიტიმური შიშები და ჩვენ ვალდებული ვართ მათ კითხვებზე გავცეთ პასუხები", -აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. 

 

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები