| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ნავთობის ფასის ზრდა, ლარის კურსის გაუფასურების დაგვიანებითი რეაქცია და აქციზების ზრდა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გაზრდილი ინფლაციის მიზეზებზე საუბრობს.
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული.
„ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქცია არის ფასების სტაბილურობა და დაბალი ინფლაციის შენარჩუნება, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ეროვნული ბანკის საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი. ეროვნულ ბანკს აქვს სხვადასხვა ბერკეტი, განვითარებული აქვს საოპერაციო ჩარჩო იმისათვის, რომ მისი ქმედებები მიმართული იყოს იქითკენ, რათა საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია ყოველთვის დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს.
წლევანდელ წელს ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლის უფრო მაღლა ყოფნა, ვიდრე ეს არის მიზნობრივი მაჩვენებელი, გამოწვეულია ერთჯერადი ფაქტორებით, რომლებმაც უნდა გაიაროს ამ წლის განმავლობაში და შემდგომ წლებში უნდა დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც არის 3%. ინფლაციის ახლანდელი მაჩვენებელი დაკავშირებულია ნავთობის ფასების ზრდასთან, ლარის კურსის გაუფასურების დაგვიანებით რეაქციასთან და აქციზიების ზრდასთან.
მაგრამ ამავე დროს, აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი - ეს არის ინფლაციის თარგეთირების მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს, რომ იგი იყოს კონცენტრირებული საშუალოვადიან პერიოდზე. ჩვენ ვუყურებთ მომავალს და ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ინფლაციას თარგეთირება არის ზუსტად ის მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტიური ინფლაცია არის განსხვავებული მიზნობრივი ინფლაციისგან, მივიღოთ ზომები, რათა დროთა განმავლობაში დავუახლოვდეთ ინფლაციის ამ მაჩვენებელს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss