ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე: ინფლაციის თარგეთირება მნიშვნელოვანია მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის
12 მაისი, 2017, 13:38

თბილისი (GBC)-ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფლაციის თარგეთირების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ განაცხადა. 

 კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“  გვენეტაძემ ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე ისაუბრა და თქვა რომ 2018 წელს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივს მიუახლოვდება.

„ინფლაციის თარგეთირება არის ზუსტად ის ოპერაცია,რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ინფლაცია განსხვავებულია მიზნობრივი ინფლაციისგან მივიღოთ ზომები, რათა დროთა განმავლობაში დავუახლოვდეთ  მიზნობრიც ინფლაციას. ეს არის ზუსტად ამ რეჟიმის მოქნილობა და ზუსტად ამიტომ ის გვაძლევს საშუალებას გამოვიდეთ ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით.

ეროვნულმა ბანკმა უნდა მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილება,  არ უნდა იყოს არც დაგვიანებული საპროცენტო განაკვეთის ცვლილება  და არც ადრეული. სწორედ ინფლაციის თარგეთირების  შემთხვევაში იქნება   შესაძლებელი, რომ გრძელვადიან პერიოდში ყველაზე დაბალი საპროცენტო გრძელვადიანი განაკვეთები გვქონდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი და გრძლევადიანი ეკონომიკური ზრდისათვის.

ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ინფლაციური მოლოდინების დამატებით მოსათოკად იქნა  მიზანშეწონილი. ჩვენი პროგნოზით, 2018 წელს მაჩვენებელი მიზნობრივს მიუახლოვდება“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები