| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "საქართველოს ბანკი" (BoG) ფასიანი ქაღალდების მორიგი ემისიისთვის ემზადება.
უკვე ცნობილია, რომ ბანკი ლარის ობლიგაციებს გამოუშვებს. ემისიის მოცულობა და გამოშვების კონკრეტული თარიღი ზუსტდება.
ჯერ არგამოშვებულ ობლიგაციებს Fitch Ratings- მა წინასწარი, "BB-" რეიტინგი უკვე მიანიჭა. საბოლოო რეიტინგი დოკუმენტების მიღებისა და მათი განხილვის შემდეგ განიხილება.
აღნიშნული რეიტინგი შეესაბამება BoG- ის "BB-" რეიტინგს, რაც ასახავს ბანკის ადეკვატური აქტივების ხარისხს, გონივრულ კაპიტალიზაციას, მომგებიანობის მაჩვენებლებს და სტაბილური დაფინანსების პროფილს. რეიტინგები ასევე ითვალისწინებს დაკრედიტების მაღალი დოლარიზაციის დონეს და მსესხებელთა მნიშვნელოვან დამოკიდებულებას.
BoG- ის გრძელვადიანი ლოკალური ვალუტის IDR- ის ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა მოახდენო ობლიგაციების რეიტინგზეც. BoG- ის რეიტინგების ზრდის პოტენციალი კი, შეზღუდულია, რადგან ისინი უკვე სუვერენულ დონეზეა. შემცირება შეიძლება გამოიწვიოს სწრაფი ზრდის ან აქტივების ხარისხის შესამჩნევმა გაუარესებამ, რაც ხელს შეუწყობს BoG- ის კაპიტალიზაციის მნიშვნელოვან შესუსტებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss