ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დაცული მომსახურება - ეროვნული ბანკის რეგულაციაში მორიგი ცვლილება განხორციელდა
11 მაისი, 2017, 16:01
დაცული მომსახურება - ეროვნული ბანკის რეგულაციაში მორიგი ცვლილება განხორციელდა

თბილისი (GBC) -  დღეიდან კომერციულ ბანკებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს დაცული - ესქრო - მომსახურება შესთავაზონ.

შესაბამისი საკონონმდებლო ცვლილება უკვა ძალაშია, ეროვნული ბანკის ცნობით, ცვლილება ლარიზაციის ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტის (მე-10 პუნქტის) შესრულებას ისახავს მიზნად. 

იმისათვის, რომ ამ მომსახურების ფარგლებში გარიგების მონაწილე მხარეებმა მიიღონ მაქსიმალური დაცვა, ესქრო მომსახურებამ უნდა დააკმაყოფილოს ანგარიშების გახსნის ინსტრუქციაში გაწერილი შემდეგი მოთხოვნები:

✓ესქრო მომსახურების ფარგლებში შესრულებული ოპერაციები უნდა განხორციელდეს ლარში.

✓მომსახურება დაკავშირებული უნდა იყოს უძრავი ან მოძრავი ქონების, საწარმოს წილის ან/და ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან.

✓მომხმარებლისათვის დაცული ესქრო მომსახურების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

"აღნიშნული პირობებით განხორციელებული ესქრო მომსახურების შემთხვევაში, მონაწილე მხარეები დაცული იქნებიან როგორც უშუალოდ გარიგების მხარეების ასევე, სხვა გარეშე რისკებისაგან", - აცხადებს სებ-ი.

ცვლილებების ამოქმედებამდე, კომერციული ბანკებისთვის არ იყო შეზღუდული ესქრო მომსახურების განხორციელება როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში, თუმცა, ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ მომხმარებლების მომსახურების ფარგლებში ისეთ დაცულობას, როგორიც ეს ლარით ესქრო მომსახურების განხორციელებისას გახდება შესაძლებელი, რაც, თავისთავად, მომხმარებლებში ლარისადმი ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

დაწვრილებით, ექსრო მომსახურების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ხშირად დასმული კითხვების რუბრიკაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები