| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბაზარის ლიდერმა, საბანკო და საინვესტიციო ჯგუფმა BGEO-მ პირველ კვარტალში მოგებისა და შემოსავლების ზრდაზე განაცხადა
FTSE 250 -ზე დალისტულმა ქართულმა კომპანიამ წლის პირველ 3 თვეში 108.1 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო (+24.3 y-o-y); გადასახადების გადახდამდე კი, მოგებამ 113.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 17%-იან ზრდას აჩვენებს.
კონსოლიდირებული კვარტალური შემოსავალი 299.5 მლნ ლარი, ანუ დაახლოებით 94.8 მლნ ფუნტია. ზრდა 37%-ია.
აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში საბანკო ბიზნესიდან (საქართველოს ბანკი) შემოსავალი, წლიურად 20.2%-ით, 221 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი, 86.9 მილიონამდე.
საინვესტიციო ბიზნესიდან შემოსავალი 114.5 %-ით, 86.9 მლნ ლარამდეა გაზრდილი, მოგება - 21,2 მლნ ლარია.
BGEO Group-ის გენერალური დირექტორი სამომავლო მაჩვენებლების მიმართაც პოზიტიურად არის განწყობილი, ამბობს, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების მხარდაჭერით და ჯგუფის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებაზე ფოკუსირებით, მათ კარგი შესაძლებლობები ექმნებათ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss