ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დღეიდან, APM Terminals Poti-მ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის ტრენინგები დაიწყო
10 მაისი, 2017, 11:40
დღეიდან,  APM Terminals Poti-მ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის ტრენინგები დაიწყო

 

თბილისი (GBC) - გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მეოთხე კვირეულის (8-14 მაისი) ფარგლებში APM Terminals Poti საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის ღონისძიებებს განახორცილებს.

კვირეულის ფარგლებში,  ტრენინგები ჩატარდება ფოთის ნავსადგურში და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალზე.

ტრენინგები დაიწყება 10 მაისს და1  ივლისამდე გაგრძელდება.  ტრენინგის საშუალებით, APM Terminals -ი მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 

პირველი ორი ტრენინგი ჩატარდება შვეიცარიული არაკომერციული ორგანიზაცია „Fleet Forum”-ის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული გადაზიდვების სექტორის დახმარებას და ასევე განვითარებას, საგზაო უსაფრთხოების, ეკონომიკური ეფექტურობისა და გარემოზე ზემოქმედების კუთხით.

საწყისი ტრენინგების დასრულების შემდგომ, Fleet Forum-ის მიერ გადამზადებული „ეიპიემ ტერმინალს“-ის ტრენერები უზრუნველყოფენ ტრენინგების ჩატარებას. ჯამში, 500-ზე მეტი  სატვირთო ავტომანქანის მძღოლი მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თითოეულ დაინტერესებულ მხარესთან საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მოცემული პროგრამა არის პირველი და მას მომავალშიც მოჰყვება მსგავსი ინიციატივები საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის” – განაცხადა ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლოურსენმა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 10 მაისს ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და შსს საპატრულო პოლიციას შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სატრანსპორტო უსაფრთხოების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ეფექტურ მუშაობას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები