| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აპრილში სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა, შაქარსა და მცენარეულ ზეთზე ფასების შემცირების ფონზე.
FAO-ს სასურსათე ფასების ინდექსმა აპრილში 168 პუნქტი შეადგინა, მარტის იმავე მაჩვენებელზე 1.8%-ით ნაკლები. თუმცა, ინდექსი კვლავ 10%-ით აღემატება გასული წლის აპრილის მაჩვენებელს.
შემცირების მთავარი მიზეზია შაქრის ფასის ინდექსის ვარდა - ბრაზილიიდან ჭარბი მიწოდების და იმპორტზე სუსტი გლობალური მოთხოვნის შედეგად, აპრილში ინდექსი 9.1%-ით შემცირდა.
FAO-ს მცენარეული ზეთის ინდექსი 3.9%-ით შემცირდა, რაც გამოიწვია პალმის ზეთზე მოთხოვნის შემცირებამ და სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში სოიოს კარგი მოსავლისა და ნათესების ზრდის მოლოდინმა.
აპრილში 1.2%-ით შემცირდა FAO-ს მარცველულის ფასების ინდექსი, რაც გამოიწვია ხორბალზე ფასების შემცირებამ, ბრინჯის საერთაშორისო ფასების ზრდის ფონზეც კი.
რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 3.3%-ით დაეცა, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფერო პიკურ სეზონში შევიდა და მიწოდების მოკლევადიანი პრობლემა გადაიჭრა.
FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი კი 1.7%-ით გაიზარდა. ეს გამოწვეულია ევროკავშირში ღორის ხორცზე მოთხოვნის და ჩინეთში გაყიდვების გაზრდის შედეგად ღორის ხორცზე ფასების ზრდით.
FAO-მ ასევე განაახლა მარცვლეულის გლობალური წარმოების პროგნოზი 2017 წლისთვის. განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით გლობალური წარმოება 0.6%-ით შემცირდება წლიურად, მიუხედავად იმისა, რომ უტილიზაციის დონე დაახლოებით 1%-ით იზრდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss