| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსების ლიცენზიების ტენდერის მიმართ დიდი ინტერესია.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სატენდერო პაკეტის მიღების ინტერესი მრავალმა საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა, მათ შორის საქართველოს ბაზარზე უკვე წარმოდგენილმა Vectra Petroleum Limited-მა და Frontera Resources-მა.
სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეს გამოხმაურება ასახავს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის და ქვეყნის, როგორც ენერგიის მწარმოებლის, პოტენციალის მიმზიდველობას.
როგორც ცნობილია, Vectra Petroleum Limited-ი და NauticAWT Energy Pte. Ltd-ი,) საქართველოში, ახალი ჭაბურღილების გაბურღვას, არსებულიდან მოპოვების გაზრდას და ამ მიზნით 30 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავენ.
რაც შეეხება Frontera Resources -ს, ის 1997 წლიდან არის საქართველოში და ერთ-ერთი პირველი ინვესტორია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. 11 აპრილის კომპანიამ გამოაცხადა, რომ „შესაძლებელია ელდარის წყების ფორმაციასთან დაკავშირებული კომერციული მოპოვება“, თუმცა ტექნიკური სამუშაოები უნდა გაგრძელდეს და ქართული მხარეც დამატებით დოკუმენტაციას ელის.
სააგენტოს ცნობით, ამ ფონზე Schlumberger-ის ჯგუფის კომპანიამ 2017 წლის 8 მაისს ხელი მოაწერა წილის გადაცემის ხელშეკრულებას Jindal-ის ჯგუფის კომპანიასთან, IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე ძებან-ძიებისა და მოპოვების ოპერაციებთან დაკავშირებით.
აგრეთვე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ მომართა სააგენტოს საქართველოს ზღვის ბლოკების პერსპექტიულობის თაობაზე.
აღსანიშნავია, საქართველოში, რამდენიმე სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ტენდერი 3 აპრილს გამოცხადდა. განაცხადები გაიხსნება 22 მაისს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss