| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის მერიამ გარევაჭრობის ყველა მსხვილი ლოკაციის დაშლა დაასრულა.
გარემოვაჭრეებისგან თბილისის ქუჩების გათავისუფლების 19 მარტს დაწყებული ტალღა 8 მაისს გამთენიისას დასრულდა - ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აიღეს.
მერიაში ამბობენ, რომ ნავთლუღის გარდა, სავაჭრო დახლები აღებულია 10 ლოკაციაზე, მათ შორის მეტრო "მარჯანიშვილის", ვაგზლის მოედნის, ბარათაშვილის ქუჩისა და კოლმეურნეობის მოედნის, მეტროების "დელისი", "ვარკეთილ", "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიებზე.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ სხვადასხვა ადგილებში ვაჭრობის უფლება დაახლოებით 1500 პირს აეკრძალა და ყველა მათგანისთვის შეთავაზება იდენტურია -მათთვის ბაზრობებზე სავაჭრო ადგილები გამოიყო, სადაც 6 თვის განმავლობაში იჯარის გადახდის გარეშე ვაჭრობას შეძლებენ.
გარე ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის ავტორი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ გარემოვაჭრეების რაოდენობაზე მერიას კვლევა ჩატარებული არ აქვს და მათი რაოდენობა უფრო მეტია, 2000-დან 3000-მდე მაინც.
გამოყოფილი სავაჭრო ადგილების საერთო რაოდენობა 4 000-ს შეადგენს, რაც, ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საკმარისი უნდა იყოს გარემოვაჭრეთა ადგილებით დაკმაყოფილებისთვის.
გარემოვაჭრეების ნაწილი ბაზრობების ტერიტორიაზე შევიდა, თუმცა აცხადებენ, რომ მათი დღიური შემოსავალი მკვეთრად შემცირდა და შემოსავლის გარეშე არიან და დროდადრო აქციებს მართავენ.
პარალელურად, მედია ქუჩებში მოსიარულე მოვაჭრეების მომრავლებაზე წერს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss