ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე: სებ-ის პოლიტიკა მიმართულია  ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე
ნინო შუბითიძე    
7 მაისი, 2017, 00:06
გვენეტაძე: სებ-ის პოლიტიკა მიმართულია  ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე

თბილისი (GBC) – ლარის  პოზიციონირებაზე,  კომერციული ბანკის სასესხო პოლიტიკასა თუ ინფლაციის  ტრენდზე  პასუხისმგებლობის ეროვნულ ბანკზე კონცენტრირების მცდარი წარმოდგენების განეიტრალებას კობა გვენეტაძე,  მორიგი საჯარო მიმართვისას, კიდევ ერთხელ შეეცადა, ამჯერად  „საქმის კურსიდან“ (TV პირველი).

სებ-ის პრეზიდენტმა კვლავ ახსნა, რომ სებ-ის პასუხისმგებლობის ქვეშაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, 3-5 წლიან პერიოდში,  გაანილიზება, მონეტარული ინსტრუმენტით დროული რეაგირება,  პოლიტიკის არც ზედმეტად გამყარება და არც შერბილება, ამასთან არცერთ შემთხვევაში სწორება მოკლევადიან  გამოწვევებზე.

კობა გვენეტაძემ მიზნობრივ  ინფლაციასთან სწორების სწორხაზოვანი წარმოდგენის არამართებულობაზეც აღნიშნა, თქვა, რომ მიზნობრივი  არ ნიშნავს ზღვრულს და  აქაც საშუალოვადიანი პერიოდის ტრენდია საგულისხმო.

ამ პრინციპით  არის არასაპანიკო  მპკ-ის გადაწყვეტილებაც, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული მსესხებლებისთვის-  სესხის ტვირთის მოკლევადიანი გაზრდა არ ნიშნავს გაძვირებას, რადგან  გრძელვადიან პერიოდში მომსახურების გაიაფებაზეა ფოკუსირებული და შედეგიც შესაბამისია.

მისივე განმარტებით, სებ-ის პოლიტიკა მიმართულია  ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე, რამაც საბოლოოდ  უნდა შექმნას ხელსაყრელი გარემო ეკონომიკაში,  რაც  წაახალისებს სასესხო პირობების გაუმჯობესებასაც. ნაკლები რისკი ნიშნავს ბიზნესის მეტ აქტივობას, კონკურენციას და პროდუქტის გაიაფებას.

მისი განცხადებით, დედოლარიზაციაც ამ პოლიტიკის ნაწილია. დოლარიზაციის შემცირება ნიშნავს ლარის რესურსებზე წვდომის,  ლარის მიმართ სანდოობის გაზრდას,  საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

„ამისთვის მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური  სტაბილურობა, ამის მისაღწევად საშუალოვადიან პერიოდში დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა საჭირო.  ასე იკვრება წრე. დაბალი და სტაბილური ინფლაციის განმაპირობებელი გადაწყვეტილებით ვაღწევთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და თავს ვიცავთ  შოკებისგან, რომელთა მიმართაც სენსიტიურობა ახასიათებს  პატარა და ღია ეკონომიკის ქვეყნებს, მათ შორისაა საქართველოც.

კობა გვენეტაძემ ლარიზაციის ინსტრუმენტების  ეფექტზეც აღნიშნა,  გაცვლითი კურსის რისკების შემცირებაზე, რაც გადაცემის მექანიზმის მოქნილობას განაპირობებს, ანუ უფრო  გაადვილდება ინფლაციის მართვა, „ნაკლები ქმედებებით, მათ შორის რეფინანსირების განაკვეთის ნაკლები ცვლილებებით მივაღწევთ შედეგს - საშუალოვადინ პერიოდში მიზნობრივ ინფლაციასთან  სიახლოვეს“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტმა ეკონომიკის ზრდის  დაჩქარების  პოზიტიურ მოლოდინზეც აღნიშნა, მისი ანალიზით, 4%-ზე მაღალი ზრდაა შესაძლებელია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები