| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "ტავ ჯორჯია" წელს მგზავრთაგადაყვანის რეკორდულ მაჩვენებლებს ელის.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის გენერალური მენეჯერის მოადგილე ელის, რომ 2017 ლიდერი წელი იქნება ავიაციის ისტორიაში. ოპტიმიზმს წლის დასაწყისის მაჩვენებლები ამყარებს - აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა 53%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი 51%-იანი.
თეა ზაქარაძის ცნობით, ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 7 ახალი ავიაკომპანია შემოდის, მათ შორის Galf Air-i, Nordavia (სანკტ-პეტერბურგი -თბილისი), Wings of lebanon-ი (ბეირუთი-თბილისი); Airarabia, რომელიც ბათუმიდან იწყებს რეისების შესრულებას.
აქტიურდება ქართული Georgian Airweys-იც, რომელიც ბარსელონას და ლონდონის მიმართულებით იფრენს, განაახლებს შიდა რეისს ბათუმის მიმართულებით.
ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ტოპ 5-ეული, სადაც ტურისტები თბილისიდან მიემგზავრებიან არის: მოსკოვი, დუბაი, სტამბოლი, კიევი და თეირანი.
"ტავ ჯორჯიაში" ამბობენ, რომ დაჩქარებულად მიმდინარეობს თბილისში ახალი ტერმინალის მშენებლობაც, რომელიც სექტემბრის ნაცვლად, დიდი ალბათობით, ივნისის ბოლოს გაიხსნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss