| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "თელიანი ველი" აქციების მორიგ ემისიას გეგმავს. ნებართვის მისაღებად მენეჯმენტმა აქციონერებს ოფიციალურად მიმართა და კაპიტალის 120 მლნ აქციით გაზრდა ითხოვა.
თუკი აქციონერები შეთავაზებას დათანხმდებიან, აქციების რაოდენობა 520 მილიონამდე გაიზრდება, კაპიტალი კი, 5.2 მილიონამდე.
თითო აქციის ნომინალური ღირებულება 0.01 ლარია, რა თანხად განთავსდება ჯერ ცნობილი არ არის. წინა ემისიას თუ გავითვალისწინებთ, აქციები 0.065 დოლარად განთავსდა, შედეგად, აქციონერებმა კომპანიაში 13 მილიონი დოლარი შეიტანეს. თუ ამავე ფასად მოხდება აქციების შესყიდვა ახალი ინვესტიცია 7,8 მილიონი დოლარი იქნება.
როგორც იცით, "თელიანი ველმა" მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო "გლობალ ბიერ ჯორჯიაში", რომლის ინოვაციური ლუდის ქარხანა უახლოეს პერიოდში ოფიციალურად უნდა გაიხსნას.
"თელიანი ველი", რომელიც Heineken® და Krusovice®-ს დისტრიბუტორია ამ ბრენდების, ასევე Amstel®-ის საქართველოში წარმოებას გეგმავს. კომპანია ლუდის ადგილობრივი ბრენდის შექმნასაც აპირებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss