| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თიბისიმ რესპუბლიკას შემოერთების წარმატებით დასრულებაზე და ბაზრის ლიდერობაზე განაცხადა.
ფილიალების რაოდენობა 167-მდე, ბანკომატების - 530-მდე გაიზარდა. კლიენტების რაოდენობამ - 2 მლნ-ს გადააჭარბა.
ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ „ეკონომეტრში“ განაცხადა, რომ თიბისიმ 500 000 ახალი მომხმარებელი შეიძინა. ნიკოლო ქურდიანმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკები კომერციულად ერთმანეთს ისე მოერგო, რომ თანამშრომლების მაქსიმალურად შენარჩუნება მოხერხდა. ოპტიმიზაცია მოითხოვა მხოლოდ სათაო სტრუქტურებმა.
ტექნიკური მიგრაცია 8 მაისს დასრულდება 6 ,7 მაისს, ქსელი შეფერხებებით იმუშავებს. 5 მაისის დღის ბოლომდე ბანკი რესპუბლიკის ყველა სერვისი გაითიშება.
5 მაისის 18:00 საათის შემდეგ ბანკი რესპუბლიკის სერვისები აღარ იმუშავებს, რესპუბლიკიდან გამავალი გადარიცხვები შეუძლებელი იქნება 5 მაისის 16:00 საათის შემდეგ;
5 მაისის 23:00 საათის შემდეგ ბანკი რესპუბლიკის ბარათები გაუქმდება. ანგარიშებზე არსებული ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს თიბისი ბანკში ახლად გახსნილ ანგარიშებზე, რომლებზეც თანხები ხელმისაწვდომი გახდება ორშაბათიდან;
6 და 7 მაისის განმავლობაში არ იმუშავებს თიბისი ბანკის ფილიალები, სერვისცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საბარათე ოპერაციები თიბისი ბანკის ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი;
8 მაისიდან თიბისი ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგება მთელი ქსელის მასშტაბით და ბანკი რესპუბლიკის კლიენტები გახდებიან თიბისი ბანკის სრულფასოვანი კლიენტები. მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის ყველა ფილიალში.
„ჩვენი უმთავრესი მიზანია, გვყავდეს ბევრი კმაყოფილი კლიენტი, მათთან ერთად განვვითარდეთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ მათი სურვილებისა და ჩანაფიქრების ასრულების შესაძლებლობა. ის 500 ათასამდე კლიენტი, რომელიც ბანკი რესპუბლიკიდან შეგვემატა, ჩვენი კომპანიისათვის ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს და ვფიქრობთ, შევძლებთ გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე ჩვენივე კლიენტების კმაყოფილების მისაღწევად, “ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ თიბისი ბანკში გამართულ რესკონფერენციაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss