| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება, - იდეა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს ეკუთვნის, რომელიც თბილისს სტუმრობს.
"ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას, მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. ეს სკოლა საფუძველს ჩაუყრის მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადებას“,- აღნიშნა პრემიერმა იოჰანეს ჰანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ევროკომისარი კი, ამბობს, რომ ევროპულ სკოლაში, რომელიც თბილისში გაიხსნება, სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება და მისი მოსწავლეები საერთაშორისოდ აღიარებულ ატესტატს მიიღებენ.
ევროკომისარი განათლებასა და სწავლებაში მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდების აუცილებლობაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ განათლების გარეშე მდგრად ეკონომიკურ წინსვლას ვერცერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს და ვერც წარმატებულ მომავალს შექმნის.
"განათლება რეალობის აღქმის უნარს აღრმავებს და გონებრივ თვალსაწიერს აფართოებს; აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და სოციალური სარგებელი მოაქვს როგორც თითოეული ადამიანისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის. განათლება ადამიანს უფრო ნაყოფიერს და შემოქმედებითს ხდის, რაც მეწარმეობის განვითარებასა და ტექნოლოგიურ წინსვლას უწყობს ხელს", - აღნიშნა ჰანმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss