| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზღვრის გაზრდას ეროვნული ბანკი სექტორში ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტების შემოსვლის სურვილით ხსნის.
როგორც GBC -მ ხუთშაბათს გაცნობათ, ბანკებისთვის აპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა ამჟამად დაწესებული 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
"ცვლილების მიზანია დაბალი კაპიტალიზაციის მქონე ბანკებში რისკის გაზრდის მოტივაციის შეზღუდვა და სისტემაში ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტების შემოსვლა, რამაც საბანკო სისტემის ფინანსური სტაბილურობის განამტკიცებას უნდა შეუწყოს ხელი", - აცხადებს ეროვნული ბანკი და აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელს მსოფლიოში და არ შეესაბამება ქვეყნისა და მისი ფინანსური სექტორის განვითარების დონეს.
ცვლილება მხარდაჭერილ იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ.
ახალი ბრძანების თანახმად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 50 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს. უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკებისთვის დაწესდა აღნიშნული მოთხოვნის შესრულების ვადები სამ ეტაპად, რომელთა მიხედვითაც მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 მილიონ ლარს 2017 წლის 31 დეკემბრისათვის, არანაკლებ 40 მილიონ ლარს 2018 წლის 30 ივნისისათვის და არანაკლებ 50 მილიონ ლარს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss