ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
4 მაისი, 2017, 15:59

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 5-6 მაისს, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრა იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში გაიმართება.

წლიური შეხვედრის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ტაკეჰიკო ნაკაოსთან, დაგეგმილია შეხვედრები აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები და პროგრამები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. საქართველოში პროექტები და პროგრამები ხორციელდება ენერგეტიკის, გზის ინფრასტრუქტურისა და წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით, აგრეთვე ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებისა და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით. 

დღეის მდგომარეობით,  ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები