| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისი მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მე-5 სეზონს მასპინძლობს, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 4-დან 8 მაისის ჩათვლით გაიმართება.
თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MOMA 2017 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს 42 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს.
კვირეულს დაესწრებიან მსოფლიოში ცნობილი მყიდველები (ე.წ ბაიერები) ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: LA RINASCENTE, SV Moscow, Bold Concept Store, Lambert & Associates, Bold Concept Store, LONDON, RIJOUX, KUZNETSKY MOST, f-people Concept Store, SAUVAGE GROUP, Bosco Di Cilegi / Moscow და ა.შ
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი კვირეული გამოირჩევა ექსპოზიციებისა და შოუების განსაკუთრებული მრვალფეროვნებით. განსხვავებული განათება, გახმოვანება, ინსტალაციები, მუსიკა და სივრცე დიზაინერებს საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ მოდა, როგორც ხელოვნება და დააფიქრონ საზოგადოება, სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და მოდის დიზაინს შორის.
სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ ღონისძიება ხელს უწყობს ქართველი დიზაინერებისა და მათი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქცია უკვე იყიდება ისეთ ტრენდულ და მოდის სამყაროში ცნობილ ვებგვერდებზე, როგორებიცაა Farfetch და Modaoprandi.
რამდენიმე წარმატებული მოდის კვირეულის შემდეგ, მოდის კრიტიკოსებმა თბილისს აღმოსავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქი უწოდეს და ნიჭიერი დიზაინერების გასაცნობად თბილისისკენ ბილეთის ყიდვა ურჩიეს.
Elle, Vogue, Grazia , Harper’s Bazaar, Online Forbes, Marie Claire ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ბლოგერები და რედაქტორები სულ მალე ისევ საქართველოს დედაქალაქში მოიყრიან თავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss