| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი’’ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ,ღონისძიებაზე ,,მშენებლობა საქართველოში: ახალი მიდგომები და პერსპექტივები’’ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბ ალავიძე ამბობს, რომ დღეს სამშენებლო სექტორი რეალური გამოწვევების წინაშე დგას.
"საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი, ჩვენ უნდა დავხარჯოთ 10 მილიარდ ლარამდე უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს თანხები ძირითადად ქართველი მშენებლების მეშვეობით დაიხარჯება. საჭიროა ამ ნიადაგის მომზადება საკანონმდებლო ბაზის მიმართულებითაც, მშენებლობა მხოლოდ ინჟინერია არ არის და აქ ფინანსური მენეჯმენტიც მნიშვნელოვანია’’ - განაცხადა მინისტრმა.
კონფერენციის დასასრულს ხელი მოეწერა მემორანდუმს, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასა“ და ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია -“Experto Consulting”-ს შორის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss