ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საპარტნიორო ფონდი  კახეთში სასტუმრო ლოპოტას გაფართოებისთვის 5.4 მილიონს გამოყოფს
3 მაისი, 2017, 16:01
საპარტნიორო ფონდი  კახეთში სასტუმრო ლოპოტას გაფართოებისთვის 5.4 მილიონს გამოყოფს

თბილისი (GBC) – საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით ლოპოტას ტბაზე მდებარე სასტუმრო გაფართოვდება.

საპარტნიორო ფონდმა „ლოპოტა ინვესტმენტთან“  პარტნიორთა შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით, ფონდი ერთობლივად დაფუძნებულ კომპანიაში  5,400,000 აშშ დოლარის  ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

სასტუმრო კომპლექსის გაფართოება მოიცავს დამატებით 85 სასტუმრო ნომერს, ადმინისტრაციულ შენობას, 300 ადგილიან საკონფერენციო დარბაზს, შატოს, რესტორანს, კაფე-ბარს, ფიტნეს კლუბს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს.

„ლოპოტას სასტუმრო ადგილობრივი ბიზნესის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. იგი ერთნაირად პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ დამსვენებლებთა შორის. კურორტი ერთნაირადაა დატვირთული წლის ნებისმიერ დროს. საპარტნიორო ფონდისთვის ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიხარია, რომ ჩვენი გუნდი კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

 გაფართოების სამუშაოებს  კომპანია „სი აი სი“ (CIC) შეასრულებს, მშენებლობას ზედამხედველობას გაუწევს კომპანია - Colliers, ხოლო ინტერიერ/ექსტერიერზე კომპანია „არქიტექტურული ორკესტრი“ იმუშავებს.

სასტუმროს მომსახურე პერსონალის მზადება უკვე დაწყებულია. ამჟამად მშენებლობაზე რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული, ხოლო პროექტის დასრულებისას სასტუმროში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

 გაფართოებული სასტუმროს გახსნა 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

 შპს „ლოპოტა ინვესტმენტმა“  კახეთში, სოფელ ნაფარეულში, ლოპოტას ტბაზე მდებარე სასტუმრო კომპლექსის - „ლოპოტა“  განვითარება 2007 წელს დაიწყო.  დღეის მდგომარეობით, სასტუმრო  100 ნომრიანია, რომელსაც 180 ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი,  250 პერსონაზე გათვლილი რესტორანი, ოლიმპიური ზომის ღია საცურაო აუზი, სპორტული მოედნები (კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი), მინიგოლფის მოედანი,  ღამის კლუბი, სპა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა აქვს.  სასტუმრო ასევე ავითარებს საკუთარ მეურნეობას, სადაც ბიო პროდუქტების წარმოებას იწყებს.  ამ ეტაპზე დასაქმებულია 160 ადამიანი, საიდანაც 80 ადგილობრივია.

ტურიზმის სექტორი საპარტნიორო ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  ამჟამად ფონდი ჩართულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს - „წინანდალი რედისონის“ პროექტის განხორციელებაში, რომელიც კახეთში ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე შენდება,  ფონდში განიხილება აბასთუმანსა და მესტიაში სასტუმროების მშენებლობის პროექტები.  

დასრულებული პროექტებია -5 ვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი“ ლიკანში, „ჯინო ველნესი“ ახალციხეში, „როიალ ბატონი“ ყვარელში, და მულტიფუნქციური სპა გამაჯანსაღებელი კურორტი საირმეში, ასევე Best Western-ი ქუთაისში. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები