| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახლადამოქმედებულ შეზღუდვას ახსენებს, მეწარმის მიერ 20-ზე მეტი პირისგან მოზიდული თანხის და ჯგუფური სესხის მოცულობის ლიმიტირებაზე.
სამოქალაქო კოდექსში ცვლილება იანვრიდან ამოქმედდა და იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირების ჯგუფისგან მოსაზიდ თანხაზე, ასევე ჯგუფურ სავალუტო სესხზე ზედა ზღვარი დაწესდა.
შეზღუდვა ვრცელდება კომპანიაზე თუ 20-ზე მეტი პირისგან იზიდავს თანხას და თითოეული მათგანის შენატანი 100 000 ლარზე ნაკლებია.
ცვლილება არ ვრცელდება ბანკზე, საკრედიტო კავშირსა და საბროკერო კომპანიაზე, ასევე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კი შეზღუდვა 2017 წლის 15 ივლისიდან ამოქმედდება
“შესაბამისად, ეროვნული ბანკი, ერთის მხრივ, მოუწოდებს ორგანიზაციებს დაიცვან კანონის მოთხოვნები თანხების მოზიდვისას და დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია მათ მიერ მოზიდული სახსრების დაინტერესებული პორტფელის სტრუქტურასთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ ორგანიზაციის საქმიანობის კანონთან შესაბამისობის შემოწმება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება, მეორეს მხრივ კი, მიმართავს თანხების განთავსებით დაინტერესებულ მომხმარებლებს, მხედველობაში მიიღონ მოცემული გარემოება, გამოიჩინონ სიფრთხილე საკუთარი თანხების განთავსებისას და გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიისაგან სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად (მაგალითად, სად და როგორ ხდება თანხის დაბანდება, რა გარანტიები არსებობს მათ დადგენილ ვადებში დაბრუნებასთან დაკავშირებით), მოითხოვონ ინფორმაცია იმ ფიზიკური პირების რაოდენობის შესახებ, რომელთაც მოცემულ კომპანიაში ამა თუ იმ ფორმით განთავსებული აქვთ 100 000 ლარამდე თანხა“, - აღნიშნულია სებ-ის პრესრელიზში.
ამავე კანონის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით საცალო მომხმარებელზე 100 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ლარშია ხელმისაწვდომი.
მოთხოვნების დარღვევით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რაზეც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss