ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბაზარზე  ტაქსების ახალი კომპანია იბერი შემოვიდა  
3 მაისი, 2017, 12:07
ბაზარზე  ტაქსების ახალი კომპანია იბერი შემოვიდა  

თბილისი (GBC) – საქართველოს ბაზარზე ტაქსების ახალი კომპანია იბერი შემოვიდა.

კომპანიამ პირველ ეტაპზე 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და მომხმარებელს კომფორტული „ჰავალის“ და „გრეით ვოლის“ ახალი ავტომობილებით ემსახურება.

„ჩვენი მიზანია  შევცვალოთ ამ სფეროში  არსებული მომსახურების სტანდარტები,  ტაქსით მომსახურება კომფორტული, უსაფრთხო სწრაფი გავხადოთ და ამ კუთხით დედაქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათი გავხდეთ. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ დაახლოებით 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა - აცხადებს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  მარიამ თოიძე.    

კომპანია  მომხმარებელს  ამ ეტაპზე რამდენიმე ტიპის, ეკონომ კლასის, პრემიუმ კლასის, ბიზნეს კლასისა და ე.წ „პიკაპით“ მომსახურებას სთავაზობს. შეთავაზებაშია კორპორატიული მომსახურების პაკეტიც, რაც ბაზარზე ყველაზე კომფორტულია.

 „ ჩვენი ავტომობილები აღჭურვილია    მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის ძრავებით,  შესაბამისად, მინიმალური გამონაბოლქვი აქვს. კომპანია გეგმავს  ელექტრო-ტაქსების შემოყვანაც .  ამ მიმართულებით მოლაპარაკებები  უკვე დაწყებულია და ქართულ ბაზარზე დაახლოებით 6 თვეში  ელექტრო-ტაქსები გამოჩნდება  “ - ამბობს მარიამი.

კომპანიის ავტოპარკი ამ ეტაპზე  200 ახალ ავტომობილს მოიცავს, რომელიც  მუდმივად განახლდება. კომპანია ამ ეტაპზე თბილისში ოპერირებს. ასევე მომხმარებელს სთავაზობს  მომსახურებას ქვეყნის ნებისმიერი   მიმართულებით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები