| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბანკი რესპუბლიკას სერვისები 5 მაისს, 18:00 საათიდან, ხელმიუწვდომელი გახდება. ბანკი რესპუბლიკის თიბისისთან მიერთების გამო გადარიცხვები 5 მაისს, 16:00 საათიდან შეჩერდება.
თიბისი ბანკის რამდენიმე სერვისი, 6 და 7 მაისს, დროებით შეიზღუდება. არ იმუშავებს თიბისი ბანკის ფილიალები, სერვის-ცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი. ხელმისაწვდომი იქნება საბარათე ოპერაციები ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი.
8 მაისიდან, თიბისი ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგება, ბანკი რესპუბლიკის კლიენტები თიბისი ბანკის ბაზაში დაინტეგრირდებიან და შეუფერხებლად შეძლებენ მომსახურების მიღებას.
თიბისი ბანკი თხოვნით მიმართავს რესპუბლიკის მომხმარებლებს, შეცვლილი ბარათები 5 მაისს, 17:30 საათამდე გაიტანონ. 5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, რესპუბლიკის ბარათები აღარ იქნება აქტიური. ანგარიშის ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს თიბისი ბანკში ახლად გახსნილ ანგარიშებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss