ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
2016 წელს  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 229 მლნ აშშ დოლარით გაღრმავდა
2 მაისი, 2017, 11:02
2016 წელს  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 229 მლნ აშშ დოლარით გაღრმავდა

თბილისი (GBC) - 2016 წელს საქართველოში პირდაპირი ინვესტორი საწარმოების მოგება გაიზარდა, რამაც  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავებაც განაპირობა.

ეროვნულმა ბანკმა ასეთი კომპანიების დივიდენდებისა და რეინვესტირების ზრდაზეც განაცხადა. ბანკის წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წელს 229 მლნ აშშ დოლარით გაღრმავდა და პროცენტულად მშპ-თან 13.3 პროცენტი შეადგინა.

„დეფიციტის გაღრმავება საინვესტიციო შემოსავლის დეფიციტის მატებამ განაპირობა, რაც ძირითადად საქართველოში პირდაპირი ინვესტორი საწარმოების მოგების ზრდით არის გამოწვეული. გაზრდილია როგორც გაცემული დივიდენდები, ასევე რეინვესტიციების მოცულობა. გასათვალისწინებელია, რომ რეინვესტირებული შემოსავლების ზრდა, ერთი მხრივ, აღრმავებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, თუმცა, ამასთანავე, ფინანსურ ანგარიშში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებად აღირიცხება და, შედეგად, ეს ოპერაცია კაპიტალის გადინებაზე არ მოქმედებს“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც უკვე პარლამენტშია გაგზავნილი.

ბანკი იმასაც მიუთითებს, რომ  მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე პოზიტიურად აისახა მომსახურების ბალანსის ზრდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ტურისტული შემოდინებების მატება. ტურისტული შემოსავლები, რომლებიც მომსახურების ექსპორტის ძირითად ნაწილს შეადგენს, 2016 წელს 12 პროცენტით (230 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა და 2.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ  მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ძირითადი წყარო კვლავ  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო,  რომლის მოცულობამ წინა წელთან შედარებით 5 პროცენტით მოიმატა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ენერგეტიკის დარგებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა განაპირობა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები