ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Eminem-ი ახალი ზელანდიის მმართველ პარტიას მისი სიმღერის უკანონო გამოყენებას ედავება
1 მაისი, 2017, 18:55
Eminem-ი ახალი ზელანდიის მმართველ პარტიას მისი სიმღერის უკანონო გამოყენებას ედავება

თბილისი (GBC) - ცნობილი რეპერი ემინემი  ახალი ზელანდიის მმართველ პარტიას მისი სიმღერის Lose Yourself-ის მუსიკის უკანონო გამოყენებას ედავება. 

სასამართლო პროცესი ახალი ზელანდიის უმაღლეს სასამართლოში მიმდინარეობს. მოსამართლეს მოუწევს გაარკვიოს რამდენად მსგავსია ნაციონალური პარტიის რეკლამაში გამოყენებული მუსიკა და ემინემის ტრეკი. 

პარტიაში ირწმუნებიან, რომ მათ  ემინემის სიმღერა კი არა მსგავსი ტრეკი გამოიყენეს, აუდიოფაილების ბიბლიოთეკიდან. 

"იშვიათი შემთხვევაა: უმაღლესი სასამართლოს სხდომაზე უკრავს ემინემი, ადვოკატები და მოსამართლე მთელი გულისყურით, სერიოზული სახეებით ისმენენ მუსიკას", - დაწერა ტვიტერზე საიტ  NZHerald.com-ის კორესპონდენტმა. 

აღსანიშნავია, რომ ნაციონალური პარტიის, სადაო მუსიკაზე აწყობილი, სარეკლამო რგოლი 2014 წელს გამოვიდა. 

"თუ სასამართლო ჩათვლის, რომ პარტიამ ემინემის კომპოზიცია გამოიყენა, მაშინ მას საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულებენ", - აღნიშნავს BBC, თუმცა არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა რეპერი კომპენსაციას. 

იხილეთ პარტიის სარეკლამო რგოლი:

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები