ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დოლარის გამყარება საფრთხეს უქმნის გარდამავალი ეკონომიკის  ქვეყნებს,  მაგრამ საქართველო ამბობს, რომ ის ამისთვის მზად არის
bloomberg
1 მაისი, 2017, 17:34
დოლარის გამყარება საფრთხეს უქმნის გარდამავალი ეკონომიკის  ქვეყნებს,  მაგრამ საქართველო ამბობს, რომ ის ამისთვის მზად არის

თბილისი (GBC)- საქართველოს აქვს  ინსტრუმენტები იმისათვის, რომ გადალახოს გამყარებული დოლარის მიერ გამოწვეული რყევები, რომლებმაც, შესაძლებელია, დააზიანოს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანა, - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი Bloomberg-თან ამბობს, რომ საქართველო ამ გამოწვევისთვის მზად არის და მისი თავდაცვის მთავარი საშუალება ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსია.

გამოცემის სტატიაში აღნიშნულია,  მიუხედავად იმისა, რომ მერყეობა განვითარებად ბაზრებზე ახლოსაა 2015 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან, განვითარებადი ქვეყნები ემზადებიან კაპიტალის გადინებისთვის. ამავდროულად აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, მაშინ, როდესაც სხვა ძირითადი ცენტრალური ბანკები უცვლელად ინარჩუნებენ ან ამცირებენ საპროცენტო განაკვეთს. ეს დაცილება კიდევ უფრო მეტად აძლიერებს დოლარს, სირთულეებს ქმნის არაამერიკელი ემიტენტებისთვის, რომლებიც დოლარში დენომინირებული სესხებს ყიდიან.

მიუხედავად იმისა, რომ დოლარი დეკემბერში ევროს მიმართ 14–წლიანი პიკის მიღწევის შემდეგ, 4%-ით გაუფასურდა, Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების აზრით, მეორე კვარტალის ბოლოსკენ დოლარი 2.5 პროცენტით გამყარდება ევროპის საერთო ვალუტის მიმართ.

საქართველოსთვის, რომლის 14 მილიარდიანი ეკონომიკა უკვე დაზარალდა რუსეთისა და თურქეთის სავალუტო შოკების შედეგად, გამყარებული დოლარის მართვის ამოცანა იმითაც რთულდება, რომ ხელისუფლება ცდილობს წაახალისოს მეანაბრეები დანაზოგები ლარით დენომინირებული დეპოზიტებში განათავსონ.

„სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტრანზაქციებში დოლარის ფართო გამოყენების შემცირება არის გრძელვადიანი პროექტი“ - აცხადებს კობა გვენეტაძე.

„მაღალი დოლარიზაცია კვლავ პრობლემად რჩება და  მისი შემცირება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკისა და საფინანსო სისტემისთვის“ -  განაცხადა მან და დაამატა რომ „მთლიანი დეპოზიტების 70% არის აშშ დოლარით განთავსებული.  ეს პრობლემაა, ვინაიდან დოლარიზაცია ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემას რეალური ეკონომიკის სექტორზე. ის ასევე აქვეითებს მცურავი გაცვლითი კურსის უნარს, შეარბილოს შოკის ეფექტი".

წელს, ეროვნული ვალუტის 10–პროცენტიანი გამყარების ფონზე, საქართველო არის საუკეთესო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის. გვენეტაძემ განაცხადა, რომ ქართული ვალუტა რჩება თავის ფუნდამენტურ ნიშნულთან ახლოს, და ხაზი გაუსვა იმას, რომ თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი კვლავაც შენარჩუნდება.

გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის მოქნილობა არის ერთ–ერთი ფაქტორი, რომელიც დაეხმარება საქართველოს მზად იყოს დოლარის გამყარებისთვის.

“თუკი ეკონომიკურ აგენტებს ეცოდინებათ , რომ გაცვლითი კურსი მცურავია, ისინი შეისწავლიან და გააანალიზებე ყველა ინფორმაციასა რაც აისახება კიდეც  მათ გეგმებსა და პროექტებში“, - თქვა მან- „და ეს დაგვეხმარება გადავდგათ ნაბიჯი წინ  ერთი წერტილიდან მეორესკენ, ვალუტის გაუფასურებისა თუ გამყარების პირობებში“.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები