ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Nord Star Airline- ი მაისში მოსკოვი- ბათუმის ჩარტერულ რეისს  შეასრულებს
30 აპრილი, 2017, 22:28
Nord Star Airline- ი მაისში მოსკოვი- ბათუმის ჩარტერულ რეისს  შეასრულებს

თბილისი (GBC) - ავიაკომპანია Nord Star Airline- ი რეგულარული ფრენების დაწყებამდე, მაისში მოსკოვი- ბათუმის ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

კომპანიის ცნობით, საჰაერო ხომალდის ბორტზე 170 მგზავრი იქნება, მათ შორის 50 ტურისტული კომპანია RUSTOUR - ის აგენტი. მასპინძელი კომპანიაა „აჭარა ტური“, რომელიც წამყვანი ტუროპერატორია საქართველოში. 

 „აჭარა ტური“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად, ახორციელებს ინფო-ტურს ტურ-აგენტებისთვის, რომლის დროსაც აგენტები გაეცნობიან  სასტუმრო, სარესტორნო, საექსკურსიო ბაზებს აჭარაში. „აჭარა ტური“, როგორც მიმღები კომპანია, დანარჩენი ტურისტებისათვის ახორციელებს ტრანსფერებს, განთავსებას  სხვადასხვა კატეგორიების სასტუმროებში, ასევე სთავაზობს ნებისმიერი გემოვნების ექსკურსიებს.

ავიაკომპანია Nord Star Airline 2017 წლის 2 ივნისიდან იწყებს პირდაპირი რეგულარული  ჩარტერული რეისების განხორციელებას მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით, რუსეთის გამყვან ოპერატორ RUSTOUR-თან ერთად. ფრენები აღნიშნული კომპანიის მიერ  ბათუმის აეროპორტში პირველად   განხორციელდება BOEING-737-ით.

Nord Star Airline-ს  ავია ფრენების პროგრამა დაგეგმილია 02.06.17 – 22.09.17 პერიოდისათვის, ფრენები კვირაში 2-ჯერ, ორშაბათს 13:30 და პარასკევს 13:30 შესრულდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები