| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო- თურქეთის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და განვითარების პერსპექტივაზე იმსჯელეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.
ირაკლი კოვზანაძემ და ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ აღნიშნეს რომ თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ხაზი გაუსვეს საქართველოს და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაფართოვების პერსპექტივებს.
შეხვედრის საუბრის თემები იყო ორი ქვეყნის ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და შესაძლებლობები, საქართველო-თურქეთს შორის მოქმედი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, მხარეთა ვალდებულებები და სხვა აქტუალური საკითხები.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს გააცნო ის კანონპროექტებიც, რომელზე პარლამენტი ამჟამად მუშაობს. კერძოდ, საუბარი შეეხო „თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში“ შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად ქართულ კომპანიებს ექნება შესაძლებლობა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, როცა საქონლის წარმოებაში თურქულ ნედლეულს გამოიყენებს.
კოვზანაძემ სტუმართან ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების საფინანსო-ეკონომიკურ პოლიტიკასა და მის ძირითად მიზნებზე; ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საქართველოში მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც თურქული ინვესტიციებია ჩადებული და თურქული კომპანიები მონაწილეობენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss