| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -„ასკანგელ ალიანსი" ბენტონიტური თიხების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას იწყებს.
კომპანიამ ოზურგეთში საწარმოს ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვა მოიპოვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სახელმწიფოსგან გადაცემულ უძრავ ქონებაზე მინიმუმ 175 900 ლარის ინვესტიცია ჩაიდება და საწარმოს გარდა სამეურნეო კომპლექსიც აშენდება, რაც ორ სასაწყობე მეურნეობას, ოფისსა და ავტოფარეხს აერთიანებს.
„ასკანგელ ალიანსი“ წელიწადში 100 000 ტონამდე ბენტონიტური თიხის გადამუშავებას და ჯამში 300-მდე ადამიანი დასაქმებას გეგმავს.
სამეურნეო კომპლექსის მშენებლობის დამთავრება მიმდინარე წლის 30 მაისისთვის იგეგმება.
საწარმო თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი. რაც შეეხება ქართულ ბენტონიტურ თიხას, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, კერამიკის წარმოებაში, პარფიუმერიაში, საფეიქრო მრეწველობაში, ღვინის ფილტრაციისთვის, ნავთობის მოპოვებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss