ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისიმ პროექტ F63.9 მასპინძლობაზე განაცხადა
ნინო შუბითიძე    
26 აპრილი, 2017, 14:40
თიბისიმ პროექტ F63.9 მასპინძლობაზე განაცხადა

თბილისი (GBC) –  თიბისიმ სასიყვარულო პროექტის  F63.9 მასპინძლობაზე განაცხადა, რომლის მიზანი ადამიანების დადებითი ემოციებით დატვირთვაა.

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით,  გალერეაში  ზურაბ არაბიძის ნამუშევრები გამოიფინა.

„ამარტასთან“ ერთობლივი პროექტი  არაბიძის ნამუშევრების ერთ-ერთი სერიის, F63.9-ის სამოსზე გადატანას გულისხმობს ფრაზის  მანტრას პრინციპით  გამეორებით.

ეს ფრაზებია: „მე შენ მიყვარხარ“; „ჩამეხუტე“; „მე ყველაზე ლამაზი ვარ“; „ჩემში სიყვარულია“; „მოდი ჩემთან, შენთან მინდა“; „სიყვარული არის, სიყვარული მოვა“

ჟურნალისთვის აღნიშნულ თემაზე შექმნილი ტანსაცმლის კოლექციის ფოტოსესია სარკის ოთახში მოეწყო. ეფექტს  აძლიერებს ოთხივე მხრიდან დამონტაჟებული სარკე, რომელიც   ობიექტის ანარეკლს უსასრულოს ხდის.  კოლექცია ეკუთვნის ახალ ბრენდს „404“, რომელიც ზურაბ არაბიძემ დაარსა.

ერთ-ერთი ფრაზით თითოეული მოდელის მთლიანი ქსოვილია დაპრინტული, ტანსაცმელი კი მარტივი გეომეტრიული ფიგურებითაა შექმნილი.  

ზურაბ არაბიძემ ქართული შრიფტის პოპულარიცაზია 2015 წელს ბათუმში გამართულ Grafikart Festival - ზე დაიწყო, კედელი მხოლოდ ერთი ფრაზით „მე შენ მიყვარხარ“ მოხატა.   შემდეგ იყო ქუთაისში და 2016 წლის აპრილში  თბილისში. ორი ნამუშევარი მოხვდა კრებულში „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“.

 #წერექართულად,  ქართული ანბანის პოპულარიზაციას მოდის სფეროც უერთდება.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები