| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "ყაზტრანსგაზის" გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გაოცებულია, არ ესმის ინვესტორის, რომელმაც იცის, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მმართველობაში მათ დაბრუნებას მთავრობა მიესალმება, მიესალმება კომპანიაში ახალი ინვესტორის შესვლასაც.
ამ განწყობის და წლების განმავლობაში მოლაპარაკებების მიუხედავად მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა. საქართველოს მთავრობა მუდმივად აღნიშნავდა, რომ მისთვის მთავარი თბილისის გაზმომარაგების შეუფერხებლად განხორციელება და არსებული დავალიანების დაფარვაა.
მოლაპარაკების დეტალებზე და ურთიერთშეთავაზებებზე მხარეებს ღიად არასდროს უსაუბრიათ. დეტალებზე საუბარი არც დღეს სურს ენერგეტიკის მინისტრს, ამბობს, რომ ყველაფერი რასაც იტყვის შესაძლოა გამოყენებული იყოს არბიტრაჟში.
„ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ჩემი განცხადებები, მთავრობის განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო დაბრუნებულიყო ყაზახური მენეჯმენტი მმართველობაში. სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა. სხვა დამატებით საკითხებზე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, რადგან ჩემი კომენტარი შესაძლოა გამოყენებული იყოს არბიტრაჟში ამ საქმეზე. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო“, - ამბობს კახა კალაძე.
ქართველ მინისტრს მოლაპარაკების გაგრძელებისა და საქმის არბიტრაჟამდე მორიგების იმედი აქვს. ეს განწყობა აქვს ინვესტორსაც. “ყაზმუნაიგაზში“ უკვე განაცხადეს, რომ შეთანხმება შესაძლებელია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss