ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი: ბიზნესს შეეძლება თანდათან დაფაროს ვალდებულებები და შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა
26 აპრილი, 2017, 10:52
ქუმსიშვილი: ბიზნესს შეეძლება თანდათან დაფაროს ვალდებულებები და შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა

თბილისი (GBC) - მთავრობა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციისთვის ემზადება- საკანონმდებლო ცვლილებები პირველმა ვიცე-პრემიერმა წარადგინა, აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს.

ცვლილებებით, გადასახადებისაგან თავის არიდების მიმართულებით ზღვარი იზრდება -  50 000 ლარიდან  100 000 ლარამდე.  განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში ის 150 000 ლარით განისაზღვრება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მოიხმო სტატისტიკაც, რომლის თანახმადაც, 2010-2012 წლებთან შედარებით, 2015-2016 წელს პრაქტიკულად 10-ჯერ ნაკლები პიროვნება მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში შესაბამისი მუხლით და პრაქტიკულად სამჯერ ნაკლები საქმე აღიძრა.

„ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ გვაქვს შესაძლებლობა, აღნიშნული მუხლი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულიდან ადმინისტრაციულ დანაშაულში გადავიტანოთ და შესაბამისად, ადამინებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათ შეასრულონ თავიანთი ნაკისრი ვალდებულებები.  ასევე უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც რეალურად მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს“, - ამბობს ქუმსიშვილი.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიზნით, მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი საშუალებას იძლევა, რომ გადამხდელმა თანდათან დაფაროს ვალდებულებები და შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა და გააჯანსაღოს ბიზნესი.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეეხება სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებულ დარღვევებს; სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება; მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას ზედნადების მიღებაზე უარი  -  თუ საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 10 000 ლარს; აგრეთვე, სისხლის სამართალი აღარ გავრცელდება ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორებიცაა არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა  -  თუ არააქციზური საქონლის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები