| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს გერმანული ბრენდის VARTA-ს აკუმულატორების ყველაზე დიდი არჩევანი შესთავაზა.
კომპანიაში ამბობენ, რომ VARTA-ს ბრენდის ასორტიმენტში ნებისმიერი ავტომობილისთვის მოიძებნება შესაბამისი აკუმულატორი და ის ექსკლუზიურად თეგეტა მოტორსშია წარმოდგენილი.
„ავტომწარმოებლების უმრავლესობა ენდობა VARTA-ს ინოვაციებს, რის გამოც ქარხანაშივე კომპლექტდება VARTA-ს აკუმულატორებით Mercedes-Benz, Audi, BMW, Land Rover, Honda, Hyundai და სხვა ცნობილი ბრენდის ავტომობილები“, - აღნიშნავს კომპანიის მენეჯმენტი.
VARTA Dynamic Trio-ს ჯგუფი აერთიანებს აკუმულატორების სამ ხაზს: VARTA Silver Dynamic, VARTA Blue Dynamic და VARTA Black Dynamic. VARTA Silver Dynamic - აკუმულატორი, რომელიც აჭარბებს ავტომწარმოებლების მოთხოვნებს, აქვს მაქსიმალური სარეზერვო ტევადობა და სასტარტო შესაძლებლობები. შესანიშნავია ელექტროობით გადატვირთული ავტომობილებისთვის და დიზელის ძრავებისთვის. VARTA Blue Dynamic - იდეალურია ყველა კლასის ავტომობილისთვის ელექტრო მომხმარებლების საშუალო რაოდენობით. VARTA Black Dynamic - განკუთვნილია ნაკლებად კომპლექსური ელექტროობით აღჭურვილი ავტომობილებისთვის.
აღსანიშნავია, რომ 1998 წლიდან VARTA-ს ბრენდის ექსკლუზიური დილერი საქართველოში „თეგეტა მოტორსია“.
კომპანიის სერვის ცენტრებში აკუმულატორები 3 წლამდე ოფიციალური გარანტიით იყიდება, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილებისთვის, მოტოციკლეტებისა და სკუტერებისთვის.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss