| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობა ქვეყანაში მიკრო ელექტროსადგურების წახალისებას გეგმავს.
განიხილება საგადასახადო სტიმული და დაფინანსების მექანიზმები.
პრემიერი ამბობს, რომ სურთ მწვანე ენერგიის მიღება მაქსიმალურად წახალისებული იყოს.
ამ მიმართულებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებაც შედის, რომელიც მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი ფიზიკური პირი, რომელიც წარმოებულ ჭარბ ელექტროენერგიას განაწილების ლიცენზიანტს მიაწვდის და შემოსავალს მიიღებს.
პრემიერი ამბობს, რომ გარდა ამისა, მთავრობა მწვანე ენერგიის წარმოების სხვა პროექტებზეც მუშაობს.
„ზოგიერთ ქვეყანაში დღეს ძალიან გავრცელებულია მზის ელექტროსადგურის სასახურავე პანელები და ამ პანელების წახალისება გვინდა. ამ მიმართულებით, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები კოორდინირებულად მუშაობენ. ჩვენ გვსურს, არამარტო ეს საგადასახადო სტიმული გვქონდეს, არამედ - გარკვეული დაფინანსების მექანიზმებიც, რათა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის იერსახის დაცვა, ამ ტიპის მიკროელეტროსადგურების ინოვაცია გამოვიყენოთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss