ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში შესული ცვლილებები ამოქმედდება
25 აპრილი, 2017, 16:37
1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში შესული ცვლილებები ამოქმედდება

თბილისი (GBC) - მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში ცვლილებები დაამტკიცა.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო დაზღვევაში ჩართვაზე შეზღუდვა შეეხება კონკრეტულად პირს, რომელსაც დაუფიქსირდება მაღალი შემოსავალი და არა - მისი ოჯახის წევრს.

საშუალო შემოსავლის მქონე პირებისთვის (შემოსავალი თვეში საშუალოდ 1000 ლარი და მეტი და წლიური არაუმეტეს 40 000 ლარისა) იცვლება პირობები, რაც გულისხმობს იმას, რომ ასეთმა პირებმა უნდა გააკეთონ არჩევანი კერძო დაზღვევასა და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას შორის, რომელიც, არჩევანის შემთხვევაში, შემცირებული მოცულობით მოემსახურებათ.

გარდა ამისა, ამ კატეგორიისთვის, კერძო დაზღვევის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენარჩუნდება ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპიაზე, ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურებაზე.

ცვლილებით, დაბალი შემოსავლის მქონე (თვეში საშუალოდ 1000 ლარამდე), ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე და სხვა პირებს, კერძო დაზღვევის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, გარდამავალ პერიოდში მათ ეძლევათ პრივილეგია, ჩაერთონ კერძო სადაზღვევო სქემებში. კერძოდ, თუ ასეთი პირი შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მაინც მიეწოდებათ უცვლელად. ამ კატეგორიისთვის, პროგრამის ფაგრლებში, ასევე ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოსახლეობას, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000 ლარამდე მერყეობს და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს სრულად შეუნარჩუნდებათ „საბაზისო პაკეტი". ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები 2017 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წამლის კომპონენტი ემატება. კერძოდ, 2017 წლის ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000 ქულას არ აღემატება, ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდება.

"მედიკამენტებისა და დოზების შერჩევა მოხდა იმ ესენციური მედიკამენტების ნუსხიდან, რომლებიც თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციებით გამოიყენება აღნიშნული დაავადებების მკურნალობისათვის ამბულატორიულ კლინიკურ პრაქტიკაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქრონიკული დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც თავის მხრივ აამაღლებს სამედიცინო სერვისების ეფექტურობას", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები